Wednesday, October 16, 2013

პროექტის სახელწოდება: მაღლივი  ობიექტების  სიმაღლის ,  აგრეთვე ძნელად მისადგომი ობიექტების  სიგრძის გაზომვა
პროექტის მთავარი იდეა: მათემატიკური ცნებებისა  და  დებულებების  პრაქტიკულ  საქმ იანობაში  გამოყენება
პროექტის  მიზნები: მოსწავლეებში  საგნის  შესწავლისადმი  ინტერესის  გაღვიძება და  მოტივაციის  ამაღლება. მიუწდომელი  და  ძნელად  გასაზომი  ობიექტების  განზომილებების  მარტივად  დადგენა  მათემატიკური  დებულებების  გამოყენებით
პროექტის  აქტუალობა: თეორიული  ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენება
მონაწილეტა ასაკი: 12–16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
მოსალოდნელი  შედეგები: მოსწავლეები  შეიძენენ  ალგებრული  და  ანალიზური  მეთოდების  გამოყენების  მნიშვნელოვან  გამოცდილებას (მაგ. იმ  საგნის

 სიმაღლის  გაზომვა, რომლის ფუძე მიუდგომელია, მიუდგომელ წერტილამდე მანძილის გაზომვა).ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივ
ებას. მოსწავლეები გაიწაფებიან ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაში
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კუთხის მზომი, სიგრძის საზომი ხელსაწყოები, რვეული, სახაზავი , ფარგალი
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეებს მიეცემათ დავალება:მოიძიეთ ინფორმაცია , ბერძენი მათემატიკოსებიდან ვინ შეძლო პირველად ეგვიპტური პირამიდის სიმაღლის გაზომვა.რომელ მათემატიკურ დებულებასთანაა შესაბამისობაში აღნიშნული აღმოჩენა
გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა:თეორიული ცოდნით და საზომი ხელსაწყოებით შეიარაღებული მასწავლეები ირცევენ მაღალ ხეს და მასზე აუსვლელედ ,მიწაზე ცატარებული გაზომვების საფუძველზე ადგენენ ხის სიმარლეს.ამ მეტოდით მაღალი კორპუსისსიმარლეს. აგრეთვე შესაძლებელია ღირსშესანიშნეობების :სატელევიზიო ანძისა და ქართლის დედის სიმაღლის , მდინარეზე გადასადები ხიდის სიგრძის დადგენა
სამკუთხედის მსგავსების ნიშნებთანაა კავშირში ისეთი დავალებების შესრულება, როგორიცაა: ა)ორ წერტილს შორის მანძილის პოვნა, თუ მათ შორის არსებული სახლი ხელს უშლის გაზომვების ჩატარებას
ბ)გვსურს მდინარეზე გადაუსვლელად ვიპოვოთ მანძილი ორ ობიექტს შორის, რომლებიც  მდინარის სხვადასხვა მხარესაა
გ)გავიგოთ ტბის სიგრძე. ისე, რომ არ გადავცუროთ ტბა
საგნებთან(საგნობრივ ჯგუფთან )ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გეოგრაფია,ი.ს.ტ.–ი
ე.ს.გ. კავშირი–მოსწავლე იყენებს მართკუთხა სამკუთხედის გვერდებსა დაკუთხეევს შორის ტრიგონომეტრიული თანაფარდობების რეალურ ვითარებაშიობიექტთა ზომების და ობიექტებს შორის მანძილების დასადგენად
პროექტის ხელმძღვანელი:მანანა საგინასჰვილი– 74–ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
ხელმძღვანელის ფოსტა:robaqidzemanana@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი:
http://robaqidzemanana.blogspot.com/

No comments:

Post a Comment